რეკლამა თბილისის სამარშუტო ტაქსებზე
რეკლამა თბილისის სამარშუტო ტაქსებზე
რეკლამა თბილისის სამარშუტო ტაქსებზე
რეკლამა თბილისის სამარშუტო ტაქსებზე

რეკლამა თბილისის სამარშუტო ტაქსებზე

პრეზენტაციის მიზანია, გაგაცნოთ ჩვენი კომპანიის შეთავაზება და მომსახურების პირობები თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კერძოდ სამარშუტო ტაქსებზე და ტაქსებში რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ როგორც შიდა, ისე გარე რეკლამას. თავდაპირველად მიმოვიხილოთ გარე რეკლამის უპირატესობები და პირობები.

ბოლო ათწლეულებში მსუბუქი ავტომანქანების რიცხვი გაიზარდა 20%-ით. სტატისტიკის თანახმად უახლოესს 10 წელიწადში მოსალოდნელია ამ ციფრის 40%-მდე ზრდა. მანქანების რაოდენობის მატებამ გამოიწვია ქალაქში არსებული საავტომობილო გზების გადატვირთვა და საცობების წარმოქმნა, განსაკუთრებით პიკის საათებში, რამაც შესაბამისად გამოიწვია ავტომობილის საშუალო სიჩქარის დავარდნა. რიგ შემთხვევებში (პიკის საათებში) ტრანსპორტის სიჩქარეა 20კმ. სთ-ში, რაც უახლოვდება ფეხითმოსიარულეთა სიჩქარეს. აქედან გამომდინარე საცობში მოხვედრილ მძღოლებს და მგზავრებს აქვთ უფრო მეტი დრო, იმისთვის, რომ თვალყური ადევნონ ამა თუ იმ სარეკლამო ვიზუალს ტრანსპორტზე.

ე.წ. ავტორეკლამა, რომელიც გარე(Outdoor) რეკლამის ტიპებს მიეკუთვნება, უკვე დიდი ხანია ითვლება ტრადიციულ გარე რეკლამასთან შედარებით ბევრად უფრო ეფექტურ სარეკლამო მატარებლად. ავსტრალიელი და ამერიკელი მეცნიერები ხანგრძლივი გამოკვლევების შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოძრავ რეკლამას ადამიანის გონება სტატიკურ რეკლამასთან შედარებით ბევრად ადვილად იმახსოვრებს.

ყოველდღიურად, თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოიხმარს მოსახლეობის 60 %. ამ რიცხვს დედაქალაქის სტუმრები და სხვა ჩამოსულებიც ემატება. თბილისში ასეულობით ერთეული სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს 21 სამარშრუტო ხაზზე.თითოეული სამარშრუტო ტაქსი დღეში საშუალოდ 6-7 ბრუნს აკეთებს და 150-დან 350-მდე მგზავრი გადაყავს. სამარშრუტო გზის სიგრძე 15-დან 25 კილომეტრამდე მერყეობს, სადაც სამარშრუტო ტაქსს 6-7 შუქნიშანი ხვდება. თითოეული ხაზი დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 19 საათს მუშაობს. ანუ თავისუფლად შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე განთავსებულ რეკლამასთან ვიზუალური კონტაქტი მთელი დღის მანძილზე ხდება.

ზომები
ზომები კვადრატულობის მიხედვით

( ფასები მოცემულია დღგ - ს ჩათვლით )

  • პაკეტი: LEFT SIDE A

    საერთო ფართი : 3.36 კვ.მ
    ჯამური ფასი: 84 დოლარი

  • პაკეტი: LEFT SIDE B

    საერთო ფართი : 2.58 კვ.მ
    ჯამური ფასი: 64.5 დოლარი

  • პაკეტი: LEFT SIDE C

    საერთო ფართი : 1.24 კვ.მ
    ჯამური ფასი: 31 დოლარი

  • პაკეტი: LEFT SIDE FULL

    საერთო ფართი : 7.32 კვ.მ
    ჯამური ფასი: 183 დოლარი